1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეთნიკური ნიშნით დევნა რუსეთში

ჩამოტვირთვა

რუსული მედია და ფორუმები ეთნიკურ ნიადაგზე შურის გაღვივების მცდელობაზე ალაპარაკდა. აღნიშნულმა თემამ აქტუალობა კისლავოდსკში 19 წლის ქართველი მამაკაცის მკვლელობის შემდეგ შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, კისლავოდსკში ჩხუბი ერთ-ერთი რესტორნის წინ დაიწყო, სადაც ქართველ, სომეხ და ყარაჩაელ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ. მათ სომეხი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 19 წლის ქართველს კი ცივი იარაღით ყელი გამოჭრეს. რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და პუტინის პოლიტიკა რიგით მოქალაქეებზეც აისახება. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში, რუსეთში, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობები. მეორე ჯგუფის ინვალიდი ეროვნებით ქართველი მამუკა კახიშვილი რუსმა პოლიციელებმა ცემით მოკლეს. მეორე ქართველი ილია ჯაფარიძე კი ყველაზე გავლენიანი ნეონაცისტური დაჯგუფების ერთერთმა წევრმა მოკლა. ჯაფარიძის მკვლელობის მთავარ მოტივად ეროვნებას მიიჩნევს მისი დედა დონარა ჯაფარიძე, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნდა რუსებში ნაციონალიზმისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი. სასტიკი მოპყრობა, წამება, ცემა, შეურაცხყოფა, დევნა და მკვლელობა-ასე ექცევიან რუსეთში სხვა ეროვნების ადამიანებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 10 მოქალაქე მოკლეს, რაც იმას ნიშნავს რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსებსა და ქართველებს შორის შუღლი განსაკუთრებით გაღვივდა-წერს უცხოური მედია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები