1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰოლანდიაში თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი ახალგაზრდა დააკავეს

ჩამოტვირთვა

ჰოლანდიის პოლიციამ ცოტა ხნის წინ ჰააგაში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირიდან ერთის, 19 წლის ზია ბორუკჩუს დაკავება მოახერხა. მეორე ბრალდებულის, ეროვნებით ქართველი ახალგაზრდის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. სანდრო გრიგოლია თანამზრახველთან, ანუ უკვე დაკავებულ ბორუკჩუსთან ერთად, ეჭვმიტანილია საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმასა და იუველირის მკვლელობაში. ჰოლანდიელი სამართალდამცველები ამ წუთებში გრიგოლიას მოქალაქეობას ადგენენ და ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ. ორივე ახალგაზრდა, როგორც ჰოლანდიური მედია წერს, ჰააგაშია დაბადებული. ჟურნალისტების ინფორმაციით კი, სანდრო გრიგოლია ნახევრად თურქია. წინასწარი ვერსიით, არსებობს ვარაუდი, რომ მან მიმალვა ბელგიის ტერიტორიაზე მოახერხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები