1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექვსი ფეხით დაბადებულ ჩვილს დამატებითი კიდურები მოკვეთეს

ჩამოტვირთვა

ექვსი ფეხით დაბადებულ ბავშვს დამატებითი კიდურების ამპუტაცია ჩაიტარდა. ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. როგორც სპეციალისტები ქირურგიულ ჩარევამდე აცხადებდნენ, პაკისტანელი ახალშობილი სიამის ტყუპის ცალია. მეორე ბავშვი მუცლადყოფნის დროს ვერ განვითარდა და ექვსფეხიანი ნაყოფი დაიბადა, დამატებითი კიდურები სწორედ მეორე ტყუპისცალის ბიოლოგიური ნაწილებია. კარაჩის ბავშვთა ჯანმრთელობის ნაციონალური კლინიკის დირექტორის განცხადებით, ანომალიური ნაყოფის დაბადება გენეტიკურმა დაავადებამ გამოიწვია, რომელიც მილიონიდან ერთ შემთხვევა შეიძლება გამოვლინდეს. ამპუტაციის ჩატარებამდე, ექიმები იკვლევდნენ, რომელი კიდურები იყო განვითარებული ახალშობილის ბიოლოგიური კუთვნილება. ოპერაცია 8 საათს გაგრძელდა. ოპერაციის ხარჯები მთლიანად პაკისტანის მთავრობამ დაფარა. ჩვილის მამის თქმით, ისინი ღარიბი ოჯახიდან არიან და მკურნალობის თანხის გადახდას ვერასდროს შეძლებდნენ. ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ის ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები