2 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ შორი რადიუსის ქმედების რაკეტა გაუშვა

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ შორი რადიუსის ქმედების რაკეტა გაუშვა, თუმცა აფრენიდან ზუსტად ერთ წუთში ის ოკეანეში ჩავარდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ოპერაცია რაკეტის ნამსხვრევების პოვნისა და ოკეანის ფსკერიდან ამოსაღებად. ინფორმაცია რაკეტის გაშვების და ჩამოვარდნის შესახებ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამაც. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა წარუმატებელი გაშვების მიზეზი. მომხდარის გამო სრულ მზადყოფნაშია იაპონიაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები. ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვებას პროვოკაციად აფასებს ვაშინგტონი. მომხდართან დაკავშირებით დღეს გაეროს დიპლომატების შეხვედრაა დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები