2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Victoria's Secret-ის მოდელი ანა ვიალიცინა და Maroon 5-ის სოლისტი დაშორდნენ

ჩამოტვირთვა

ცნობილი მომღერალი, ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი თავის რუს საცოლეს ანა ვიალიცინას დაშორდა. წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს ერთ-ერთ შოუში გაიცნო. ადამი და Victoria's Secret-ის მოდელი ანა ვიალიცინა ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. 2012 წლის თებერვალში ადამი და ანა არაოფიციალურად დაინიშნენ. წყვილი დაქორწინებას აპირებდა. მომღერალი აცხადებდა, რომ ეს ურთიერთობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. რა გახდა უეცარი დაშორების მიზეზი, უცნობია. რუსი წარმოშობის მოდელამდე ადამი ცნობილ ვარსკვლავებს, მარია შარაპოვას, კამერონ დიასსა და ჯესიკა სიმფსონს ხვდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები