2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბერძნეთში არალეგალები დააკავეს

ჩამოტვირთვა

საბერძნეთში კი არალეგალი მიგრანტების დაკავების ოპერაცია გრძელდება. ბერძენმა ძალოვნებმა ამ დრომდე 1200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 80-მდე წინასწარი დაკავების იზოლატორებშია გადაყვანილი. წინასწარი მონაცემებით, მათ შორის რუსები, ეგვიპტელები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ათენში საქართველოს საკონსულოს განცხადებით, მათ შორის, ვინც ძალოვნებმა ციხეში უკვე გადაიყვანეს, ქართველები არ არიან. საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაცია სისტემატურად ტარდება დოკუმენტაციის გარეშე ან სავიზო რეჟიმის დარღვევით ქვეყანაში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოსავლენად. შემოწმება ათენსა და სხვა ქალაქებში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები