2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინტერნეტ-აქცია ირანელებისა და ებრაელების შესარიგებლად

ჩამოტვირთვა

ებრაელმა პაციფისტმა სოციალური ქსელის მეშვეობით მშვიდობიანი აქცია წამოიწყო. ტელავივის მცხოვრებმა რონი ედრიმ ირანელი და ებრაელი ხალხების დასამეგობრებლად ინტერეტში სპეციალური გვერდი გახსნა, მისი გზავნილია: „ირანელებო ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და არასოდეს დავბომბავთ თქვენს ქვეყანას“ რონი ედრის გზავნილს დიდი გამოხმაურება მოყვა, ინტერნეტის საშუალებით არაერთი ებრაელი და ირანელი გამუტყდა ერთმანეთს სიყვარულში და ყველა მათგანმა დაგმო მტრობა. „მე ისრაელის მოქალაქე ვარ და თქვენი დახმარება მჭირდება-აცხადებს რონი ედრი სპეციალურად ინტერნეტ აქციისთვის გადაღებულ ვიდეოში-პოლიტიკისები ომსა და თავდაცვაზე საუბრობენ, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. მე მოგმართავთ თქვენ ყველას, იმისათვის რომ იყომ ომი ჩვენ ერთმანეთის მიმართ შიშსა და სიძულვილს უნდა ვგრძნობდეთ, მაგრამ მე თქვენ არ მძულხართ და არც მეშინია. არაბული ქვეყნებისა და ისრაელის კონფლიქტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო და დღემდე გრძელდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ამ დროის განმავლობაში დაპირისპირებას 46 ათასი არაბი და 9 ათასი ებრაელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები