2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტულუზაში ებრაულ სკოლაზე თავდამსხმელი დაკავებულია

ჩამოტვირთვა

ტულუზაში ებრაულ სკოლაზე თავდამსხმელი საფრანგეთის პოლიციამ სულ ცოტა ხნის წინ დააკავა. სპეცოპერაცია ტულუზის ერთ-ერთ უბანში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდას. საფრანგეთის პოლიციამ 24 წლის მოჰამედ მერაჰის კვალს ტულუზაში მდებარე ერთ-ერთ სახლში მიაგნო და შენობა ალყაში მოაქცია. რამდენიმე საათის წინ კი მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. დაკავებულმა უკვე აღიარა ალქაიდასთან კავშირი. მოლაპარაკებების დასაწყისში მან ორი პოლიციელის დაჭრა მოასწრო. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულუზაში ებრაული კოლეჯის მოსწავლეებს 19 მარტს მოჰამედ მერაჰმა ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულია სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ამავე პირის სახელს უკავშირდება საფრანგეთის სამხრეთში მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმა, რომლის დროსაც აფრიკული წარმოშობის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები