2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეიარაღებული თავდასხმა საფრანგეთში

ჩამოტვირთვა

ცოტა ხნის წინ საფრანგეთში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, რომლებიც ქალაქ ტულუზაში, ერთ-ერთ ებრაულ კერძო სკოლასთან იდგნენ. სროლის შედეგად, დაიღუპა ერთი მამაკაცი და ორი მოზარდი. არიან დაჭრილებიც. თვითმხილველთა თქმით, ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მცირე ზომის, შავი მოტოციკლით მიიმალა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამნაშავე მსხვერპლს სკოლასთან ახლოს მდებარე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგომზე ელოდა. გასულ კვირას მსგავსი აღწერილობის მქონე ადამიანმა ქალაქ მონტობანში სამი სამხედრო მოკლა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები