2 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტმა ყირგიზეთის დელეგაცია მიიღო

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაცია მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მათი შედეგები იყო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების შედეგად დააგროვა. ყირგიზეთის დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებმა, განათლების, ჯანდაცვის, სოციალურ და მომსახურების სფეროებში მიღწეულმა შედეგებმა გამოიწვია. საუბრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ჯანდაცვის, განათლების, სოცუზრუნველყოფის, ახალგაზრდობის, შრომისა და დასაქმების მინისტრები არიან. დელეგაციის წევრებმა ბათუმიც დაათვალიერეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები