2 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ

ჩამოტვირთვა

თურქეთის ქალაქ ორდუში, საიუველირო მაღაზიის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ. თურქული საინფორმაციო სააგენტო haberler.com-ის ცნობით, პოლიციელებმა, სხვა სამხილებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ქართული მარკის სიგარეტიც იპოვეს. მაღაზიიდან 1 მილიონი თურქული ლირის ღირებულების 6 კილოგრამი ოქროა წაღებული. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. ცნობილია, რომ ძარცვა 8 მეტრიანი გვირაბის საშუალებით მოხდა, რომლის გასათხრელად მძარცველები თავად მუშაობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები