1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უდმურტელი ბებიები ევროვიზიაზე რუსეთის სახელით წარსდგებიან

ჩამოტვირთვა

რუსეთს მუსიკალურ კონკურს "ევროვიზიაზე" ჯგუფი "ბურანოვსკიე ბაბუშკი" წარადგენს. ამის შესახებ ფინალური შესარჩევი კონცერტის შემდეგ გახდა ცნობილი. ჯგუფმა სიმღერა Party For Everybody წარადგინა და დანარჩენ 24 კანდიდატს აჯობა. გამარჯვებული მაყურებელთან ერთად, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ჯგუფი "ბურანოვსკიე ბაბუშკი" - უდმურტეთის რესპუბლიკის, სოფელ ბურანოვოს ფოლკლორული ანსამბლია, რომელიც უდმურტულ ენაზე სხვადასხვა ჰიტებს ასრულებს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლგა ტუკტარევაა. პირველად კოლექტივი 2008 წელს გამოჩნდა და ცნობილ კომპოზიციებს საკუთარი იმპროვიზაციით ასრულებდა. ჯგუფი ასევე მონაწილეობდა "ევროვიზია-2010"-ის რუსეთის შესარჩევ ტურში. "ევროვიზია" 22-დან 26 მაისის ჩათვლით ბაქოში გაიმართება. კონკურსში სულ 42 ქვეყანა მიიღებს მონაწილებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები