2 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად საჭესთან

ჩამოტვირთვა

საჭესთან ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების დადგენა ამერიკელმა სტატისტიკოსებმა სცადეს. სპეციალური გამოკითხვა აშშ–ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და იაპონიის მასშტაბით ჩატარდა და მასში 18–65 წლამდე ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. კვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: მძღოლების 25% – საჭესთან ტანსაცმელს იცვლის და ვარცხნილობას ისწორებს. 29%–ისთვის მანქანის მართვის დროს პარტნიორის კოცნა პრობლემას არ წარმოადგენს. 15% ბევრად უფრო თამამია და საჭესთან სექსსაც კი არ ერიდება. გამოკითხულთა 1%–ს მანქანის მართვის დროს რუქის თვალიერება სჩვევია. საჭესთან წვერის გაპარსვა, ვიდეოთამაშების თამაში და უალკოჰოლო სასმელების დალევა გამოკითხულთა 5%-თვის ჩვეულებრივი მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშების მოყვარულ მძღოლთა უმეტესობა იაპონელია. გამოკითხულთა 6% მანქანის მართვისას გამუდმებით ეწევა სიგარეტს. 10%–გაზეთებსა და ჟურნალებს, 12% კი სმს–ებსა და ელექტრონულ ფოსტას კითხულობს. მანქანის მართვისას უპრობლემოდ იკეთებს მაკიაჟს გამოკითხულთა 13%. თანამგზავრებთან დიალოგს არ წყვეტს გამოკითხულთა 16%. 28% მანქანის მართვის დროს მოკლეტექსტურ შეტყობინებებს წერს. 36%–ს საყვარელი მუსიკის გარეშე მანქანის მართვა ვერც კი წარმოუდგენია. 72%–ს კი საჭესთან ჭამა უყვარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები