2 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ პუტინის მომხრე ახალგაზრდული დაჯგუფება ნაში კი საპრეზიდენტო კამპანიის დროს განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა. არჩევნებამდე 2-ი დღით ადრე მათ მოსკოვში მორიგი აქცია გამართეს _ ქუჩაში ყვავილებით და პუტინის სააგიტაციო ბროშურებით გამოვიდნენ და ამომრჩევლებს სიმბოლურად გაზაფხული მიულოცეს. მომიტინგეთა ნაწილი ქუჩაში ლოზუნგით “სიყვარული პოლიტიკის ნაცვლად გამოვიდა. მათ საკუთარ ვებ გვერდზე პუტინის საარჩევნო კლიპიც ატვირთეს, რომელიც სექსუალრ-პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. პარალელურად მასშტაბური აქციებისთვის ემზადება ოპოზიციაც. მათ მერიისგან 5 მარტს პუშკინის მოედანზე აქციის გამართვის ნებართვა მიიღეს. რუსული მედიის ცნობით არჩევნებისთვის რუსეთის ხელისუფლება საგანგებოდ ემზადება, რისთვისაც რუსეთის დედაქალაქში ძალოვნები ჩეჩნეთიდან ჩაყავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები