2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სელინ დიონმა ხმა დაკარგა

ჩამოტვირთვა

ცნობილი კანადელი პოპ-მომღერალი სელინ დიონი ჯანმრთელობის პრობლემების გამო იძულებულია, ლას-ვეგასში დაგეგმილი ოთხი კონცერტი გადადოს. მედიას ამის შესახებ სასტუმროების კომპლექსის, "ცეზარ პალასის" ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომელთანაც მომღერალს სოლო-კონცერტებზე სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ექიმებმა მომღერალს ვირუსული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რამაც ყელის ანთებითი პროცესი გამოიწვია. მას ერთი კვირის განმავლობაში საწოლიდან ადგომა ეკრძალება. სელინ დიონი განიცდის, რომ კონცერტის ჩატარება არ შეუძლია. მისი თქმით, მას არ სჩვევია "ადამიანებისთვის იმედის გაცრუება". კონცერტების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ყველა მსურველს მომღერლის კონცერტის ბილეთში გადახდილი ფულის უკან მოთხოვნა შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები