2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისრაელში 1 წლის ბავშვმა გველს თავი მოაჭამა

ჩამოტვირთვა

დაუჯერებელი შემთხვევა ისრაელის ქალაქ შფარამში, ერთი წლის ბავშვმა შხამიან გველს თავი მოაჭამა და სიკვდილს გადაურჩა. გავრცელებული ინფორმაციით როდესაც ბავშვის დედა იმადა გადინა ოთახში შევიდა აღმოაჩინა, რომ პატარა იმადი 35 სანტიმეტრიანი ქვეწარმავალის თავს ღეჭავდა. როგორც მშობელი იხსენებს, როდესაც იმადს გველის თავი პირიდან გამოუღო ბავშვმა ტირილი დაიწყო რადგან მის ოთახში შესული გველი პატარას ახალი სათამაშო ეგონა. ინციდენტის შემდეგ ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მშობლებმა ის საავადმყოფოში მაინც წაიყვანეს, გამკვლევის შედეგად გაირკვა რომ პატარა იმადის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. აღნიშნულმა ინციდენტმა მეცნიერების დიდი გაოცება გამოიწვია, მათი განცხადებით პატარა იმადის მიერ მოკლული გველი მედიანკას სახეობისაა და მიუხედავად იმისა რომ მედიანკას შხამი მომაკვდინებელი არ გახლავთ ამ სახეობის გველები ადამიანებს დანახვისთანავე გუდავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები