2 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის ოპოზიციამ 10 მარტის აქციაზე მერიაში განაცხადი შეიტანა

ჩამოტვირთვა

რუსეთის ოპოზიციამ 10 მარტს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობის ჩატარებაზე მოსკოვის მერიაში განაცხადი შეიტანა. "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ "მემარცხენე ფრონტის"ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე დაწერა. უდალცოვის ინფორმაციით, აქტივისტები მარშის ჩატარებას "პაკლონნაიას" მთიდან "ახალ არბატამდე" გეგმავენ. ღონისძიება მიტინგით დასრულდება. განაცხადში ნებართვას ოპოზიცია 50 ათას კაციანი მიტინგის ჩატარებაზე ითხოვს.ამავდროულად, მერიაში შესულია მოთხოვნა 8 და 9 მარტის მიტინგების შესახებ, რომელთა გამართვას ოპოზიცია "არბატის მოედანზე" გეგმავს."საპრეზიდენტო არჩევნებზე მასობრივი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ჩვენ აქციების გამართვა ყოველდღიურად მოგვიწევს. სწორედ ამიტომ შევიტანეთ მერიაში რამდენიმე განაცხადი", - აღნიშნა უდალცოვმა.საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება. ოპოზიციის პირველივე მიტინგი 5 მარტს "ლუბიანსკაიას" მოედანზეა დაგეგმილი. უარის შემთხვევაში "სამართლიანი არჩევნების" საორგანიზაციო კომიტეტი ღონისძიებას მანეჟის ან რევოლუციის მოედანზე გადაიტანს. მერიამ ოპოზიციას ამ თემაზე პასუხი დღეს უნდა გასცეს. მოსკოვში ორ თვეზე მეტია, 4 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც უმრავლესობა კვლავ მმართველმა პარტიამ, "ედინაია რასიამ" მოიპოვა. ოპოზიციის მომდევნო მიტინგი 26 თებერვალს იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები