2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უცხოპლანეტელების ხომალდი თუ მორიგი აფერა?

ჩამოტვირთვა

ნიუ მეხიკოს ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი გამოჩნდა, რომელიც სამოყვარულო კამერამ დააფიქსირა და მოგვიანებით იუთუბიზეც აიტვირთა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა წვიმიან ამინდში დაფიქსირებული ობიექტი უცხოპლანეტელების ხომალდს მიამსგავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, კადრები ავტომობილიდან ერთერთმა მძღოლმა გადაიღო. კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე და რა დროს გამოჩნდა ხომალდი, უცნობია. დანამდვილებით არ ისაა ცნობილი, რამდენად სარწმუნოა გლობალურ ქსელში გამოჩენილი მასალა და ხომ არ არის კომპიუტერული მონტაჟის შედეგი. საინტერესოა, რომ ინტერნეტმომხმარებლებს მსგავსი მსალაების აღარ სჯერათ. სოციალურ ქსელებში უცხოპლანეტელებისა და მათი ხომალდების ამსახველი კადრები უკვე არაერთხელ გავრცელდა. საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ინტერნეტში განთავსებული მასალა მორიგი აფერაა, თუმცა კარგად დამონტაჟებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები