2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირანის გასაიდუმლოებული ბირთვული პროგრამა

ჩამოტვირთვა

ამ დრომდე გაურკვევლია ატარებს თუ არა ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო ხასიათს. ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს თეირანის სამხრეთით მდებარე ფარჩინის სამხედრო ობიექტის მონახულების უფლება არ მისცა. ირანში მყოფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ქვეყნის ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულდა. თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს. ინსპექტორები ეჭვობენ, რომ სწორედ ამ ობიექტზე მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოცდა, რომელიც ბირთვული იარაღის შემუშავებას უკავშირდება. ოფიციალურ თეირანს ამ დრომდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები