2 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საოკუპაციო რეჟიმი თურქული გემის განადგურებით იმუქრება

ჩამოტვირთვა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი თურქული გემის განადგურებით იმუქრება. მედიის ინფორმაციით, მარიონეტული ხელისუფლება ამბობს, რომ ხომალდზე საწვავი არაა, გემი ვერ გადაადგილდება, ამიტომ ის პორტის ნაგებობებსა და სხვა გემებს საფრთხეს უქმნის. თავად თურქული კომპანია "სტარლეტ შიფინგ ინკი" გემს უვარგისად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხომალდს ჯერ დაშლის, შემდეგ კი ჯართში ჩააბარებს. თურქულ გემზე ამ დრომდე რჩებიან ქართველი მეზღვაურები. ეკიპაჟის წევრები დახმარებას ითხოვენ. მეზღვაურები გემის შეკეთებას და გამართვას საკუთარი ძალებით ვეღარ ახერხებენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი სოხუმის პორტში უკვე ერთი წელია დგას. მეზღვაურები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოტყუებით აღმოჩნდნენ. ოთხივე თაღლითობის მსხვერპლია. მათ გაყალბებული საბუთებით დააწყებინეს მუშაობა, შემდეგ პასპორტები წაართვეს და საბოლოო ჯამში გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები