2 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ჩამოტვირთვა

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად, ”თალიბებთან” შეტაკებისას. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები