2 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში „ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭო დაშალეს

ჩამოტვირთვა

რუსეთის ცნობილი, ლიბერალური ორიენტაციის რადიოსადგურის, „ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა დაშლილ იქნა, საკონტროლო პაკეტის მქონე მეწილის, გაზპრომ-მედიის მოთხოვნით. „ინტერფაქსი“ ავრცელებს ეხო მოსკვის განცხადებას - რადიოსადგური უკმაყოფილებას გამთქვამს ამ ფაქტის გამო და ამბობს, რომ საბჭოს ახალ შემადგენლობას მარტში აირჩევენ. რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, ის საბჭოს ჩამოაშორეს - თუმცა მას რჩება რედაქტორის ფუნქცია, ხოლო რადიო შეინარჩუნებს მის ტრადიციულ, კრიტიკულ მუხტს. ერთი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა „ეხო მოსკვის“ და ვენედიქტოვს საჯაროდ დასდო ბრალი იმაში, რომ „დღე და ღამე“ მას აკრიტიკებენ და უცხოეთის ინტერესებს ემსახურებიან. ენერგეტიკული გიგანტის, გაზპრომის მედია-განყოფილება, გაზპრომ-მედია რადიოსადგურის აქციების 66 პროცენტის მფლობელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები