მსოფლიო
პეკინი ნავთობის მისაღებად პანდებს გააქირავებს
2012-02-14 09:00:11
ჩამოტვირთვა
ნავთობის სანაცვლოდ ჩინეთის ხელისუფლება კანადის ზოოპარკს ორ პანდას მიაქირავებს. როგორც ბრიტანული გაზეთი Times წერს, კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის პეკინში ვიზიტი ჩინეთისთვის კანადური ნავთობის მოწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. ნავთობის სანაცვლოდ, ჩინეთი კანადის ზოოპარკს ორ პანდას 5 წლით დაუთმობს. ეს ინფორმაცია კანადის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა, კარლ ვალიმაც დაადასტურა.
პანდებს კანადაში მომავალი წლის დასაწყისში ჩაიყვანენ, ცხოველები ტორონტოსა და კალგარის ზოოპარკებში 5-5 წელიწადს გაატარებენ.
ჩინეთი პანდებს დიპლომატიური და ეკონომიკური მიზნებისთვის ხშირად იყენებს. ასეთი ტერმინიც კი არის დამკვიდრებული - პანდური დიპლომატია. ჩინელები პანდებს არავის ჩუქნიან, მათ მხოლოდ დროებით აქირავებენ და ვადის ამოწურვის შემდეგ სამშობლოში აბრუნებენ. ზოოპარკებს, სადაც პანდები დროებით ცხოვრობენ, ცხოველების ნაშიერთა დატოვება შეუძლიათ, თუმცა ისინი ძალიან იშვიათად მრავლდებიან.
პანდური დიპლომატიის ბოლო შემთხვევა შოტლანდიაში, ედინბურგის ზოოპარკისთვის პანდების ათი წლით მიქირავება იყო.
კომენტარები