0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვენეციაში ყოველწლიური კარნავალი სიცივის გამო შუბებით აღნიშნეს

ჩამოტვირთვა

ვენეციაში ყოველწლიური კარნავალი მიმდინარეობს. ღონისძიებას, რომელიც იტალიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში ტარდება ყოველ წელს ათასობით ტურისტი სტუმრობს. კარნავალი ტრადიციულად სან მარკოს მოედანზე დაიწყო.2012 წელს კარნავალის დევიზია "სიცოცხლე-ეს თეატრია". ამ დევიზის გათვალისწინებით ქალაქის თითქმის ყველა მოედანზე,ქუჩაზე და ხიდზე მოწყობილია თეატრალური სცენები რომლებზეც საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლები იქნება დადგმული. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენები,თეატრალიზირებული და მუსიკალური წარმოდგენები. ქალაქი გაფორმებულია ულამაზესი დეკორაციებით. გასართობი ღონისძიებები დილიდან გვიან ღამემდე გრძელდება. ვენეციის კარნავალის ტრადიცია რომაული დღესასწაულიდან მომდინარეობს, რომელიც ძველ რომში სატურნის საპატივსაცემოდ იმართებოდა. ამ დღესასწაულზე რომის ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს შეეძლო სასურველი ნიღაბი მოერგო და დედოფლის ყურადღება მიექცია. რენესანსის ეპოქაში ვენეციაში ნიღბებმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად იყენებდნენ. ვენეციელი დიდებულები ნიღაბს კაზინოში ან სხვა გასართობ სიტოაციებშიც ხშირად მალავდნენ.ასევე მევალეებისაგან დასამალადაც იყენებდნენ. ”ცხოვრება - ეს თეატრია” ეს ამ წარმოდგენების მასულდგმულებელი დევიზია . სან მარკოს მოედანზე მდებარე შადრევნიდან , კარნავალის დღეებში წყლის ნაცვლად ღვინო გადმოვა. ყველაზე დიდი ყურადღება 19 თებერვლისკენ არის მიმართული როდესაც კარნავალის საუკეთესო ნიღაბი გამოვლინდება. კარნავალი 21 თებერვლამდე გაგრძელდება. ვენეციის კარნავალი გონდოლების " მდუმარე რეგატით"დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები