0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების მიზეზები

ჩამოტვირთვა

უიტნი ჰიუსტონი შესაძლოა აბაზანის მიღების დროს გარდაიცვალა. სკანდალურ ვერსიას გამოცემა თი-ემ-ზი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით სასწრაფო დახმარების ბრიგადას და სამართალდამცველებს ჰიუსტონის ცხედარი სააბაზანოში დახვდათ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ცხედარი აბაზანიდან შესაძლოა სასტუმროს თანამშრომლებმა ამოიყვანეს. პარალელურად ვრცელდება ვერსია, რომ ვარსკვლავი ანტი-დეპრესანტის ქსანაქსის მიღების შედეგად დაიღუპა. გარდაცვალებამდე მან სწორედ ამ პრეპარატის გადაჭარბებული დოზა მიიღო, რის გამოც აბაზანაში დაეძინა. უიტნის ნათესავების თქმით კი უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ცნობილმა მომღერალმა ქსანაქსი ალკოჰოლთან ერთად დალია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მხოლოდ გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი. ლეგენდარული მომღერალი 48 წლის ასაკში სასტუმრო ბევერლი ჰილტონის ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ექიმები მის გადარჩენას 10-ი წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები