2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ჩამოტვირთვა

ცხინვალური ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება. ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განცხადებით, იგი გონზე მოვიდა და აუცილებელ მკურნალობას გადის. მათივე თქმით, პაციენტთან დაიშვებიან მისი ახლობლები. "ჯიოევა გონზე გუშინ მოვიდა. იგი მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს სავარაუდოდ, თავის ტვინის ინსულტის ნიშნებით. ამჟამად არტერიული წნევა დარეგულირდა, თუმცა მისი მადგომარეობა მაინც საშუალო სიმძიმისაა. პაციენტი ახლობლებსა და მედპერსონალს ესაუბრება და მას აუცილებელი მკურნალობა უტარდება", - განაცხადეს საავადმყოფოში. საავადმყოფოსა და ჯიოევას პალატის შესასვლელთან მუდმივად მორიგეობს ძალოვანი ორგანოების 6-7 თანამშრომელი. ჯიოევას მონახულება მხოლოდ ნათესავებისთვის არის დაშვებული. 9 თებერვლის საღამოს ალა ჯიოევას შტაბის შტურმის შემდეგ იგი ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჯიოევას შტურმის დროს კონდახი ჩაარტყეს. 10 თებერვლისთვის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა საკუთარ ინაუგურაციას გეგმავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები