0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დემონსტრანტებისა და პოლიიის შეტაკება აშშ–ში

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტის" მორიგი აქცია ოკლენდში. ქალაქის ქუჩებში 2 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრიდან მსვლელობა მოაწყვეს, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა იყო პარალიზებული, მოგვიანებით კი საქალაქო ცენტრის შენობაში შეიჭრნენ და იქ მოძრაობის შტაბბინის მოწყობა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ რამდენჯერმე სთხოვეს შენობის დატოვება, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ ბოთლები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. არეულობის შედეგად დაშავდა სამი სამართალდამცველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები