0 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალა ჯიოევამ საკუთარი ინაუგურაციის თარიღი დაასახელა

ჩამოტვირთვა

ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალა ჯიოევა 10 თებერვალს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ჯიოევას განცხადებაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. „მე თანამდებობას 10 თებერვალს დავიკავებ. ინაუგურაციის ადგილის დასახელება ჯერ არ შემიძლია. მე მივმართავ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს თანამდებობის ცივილური ფორმით გადაცემის თხოვნით, ისე როგორც ამას კანონი მოითხოვს. მე სამი წერილი გავუგზავნე ბროვცევს, პასუხის ნაცვლად მისმა პრეს სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ რომ ჩემი ქმედებები დესტრუქციულია. ამ პირობებში ინაგურაციის დანიშვნა ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია“ -განაცხადა ჯიოევამ. შეგახსენებთ რომ ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში ჩატარდა. ალა ჯიოევამ ხმების უმრავლესობა დააგროვა, მაგრამ არჩევნების შედეგები გაუქმდა, რის გამოც ჯიოევას მომხრეებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები