მსოფლიო
ერაყში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა
2012-01-14 15:40:59
ჩამოტვირთვა
ერაყის ქალაქ ბასრაში დილით მომხდარ ტერაქტს 20 შიიტი მომლოცველი ემსხვერპლა და 15 მძიმედ დაიჭრა .
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში იმ დროს მოიყვანა, როდესაც შიიტი მომლოცველები ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გადიოდნენ.
ინფორმაციის თანახმად, შიიტი მომლოცველები ბოლო დღეებია მათთვის წმინდა ქალაქ კარბალასკენ მიემართებიან. ეს პირველი შემთხვევა არაა.
კარბალასკენ მიმავალ გზებზე ტერაქტებს უკვე ასობით შიიტი ემსხვერპლა.
კომენტარები