0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიის სანაპიროსთან მომხდარი კატასტროფის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ჩამოტვირთვა

საკრუიზო ლაინერის "Costa Concordia" მეჩეჩზე შეჯდომის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება . ლაინერი მეჩეჩზე ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან შეჯდა. შემთხვევა იტალიის კუნძულ ჯილიოსთან ახლოს მოხდა. ბორტზე 4 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 1023 ეკიპაჟის წევრია. ლაინერიდან ხალხის ევაკუაცია სანაპირო დაცვის და სამაშველო გემების, ასევე ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობს. 290 მეტრის სიგრძის ლაინერი ძირით ქვიშიან მეჩეჩს წამოედო და 20 გრადუსით გადაიხარა. ექვსი მგზავრი შეჯახებისას ბორტიდან გადავარდა და სწორედ ამ დროს დაიღუპა. ბევრი მგზავრი ჯერ კიდევ კაიუტებშია ჩაკეტილი. ბორტიდან გადავარდნილი რამდენიმე მგზავრის ბედი კი გაურკვეველია. მგზავრების დიდი ნაწილი დაშავებულია, ზოგი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. კუნძულ ჯილიოს ადმინისტრაციის უფროსის, სერჯო ორტელის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. "ვცდილობთ, დაშავებულები სადმე მაინც მოვათავსოთ – სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სასტუმროებში", - განაცხადა ორტელიმ. ლაინერის მმართველმა კომპანიამ "Costa Concordia" მომხდარის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები