1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ში პირველი პრაიმერი დღეს გაიმართება

ჩამოტვირთვა

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, აშშ-ში დღეს პირველი პრაიმერი გაიმართება. უცხოური მედიის ინფორმაციით, შიდაპარტიული არჩევნები შტატ ნიუ ჰემპშირში ჩატარდება. "რესპუბლიკური პარტიიდან" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და პენსილვანიის ექს-სენატორი რიკ სანტორი. საარჩევნო ორთაბრძოლა გაიმართება "დემოკრატებს" შორისაც, თუმცა ლიდერად მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კანდიდატურა სახელდება. ნიუ ჰემპშირში პრაიმერი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათზე დასრულდება. უკვე ცნობილია, რომ შუალედური არჩევნების შემდეგი რაუნდი 21 იანვარს სამხრეთ კაროლინაში, 31 იანვარს კი, ფლორიდაში გაიმართება. 7 თებერვალს პრაიმერი მინესოტაში, 28 თებერვალს – არიზონაში, შემდეგ კი მიჩიგანში ჩატარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კამპანია გასულ კვირას დაიწყო. ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა შტატ აიოვაში გაიმართა. "რესპუბლიკელებიდან" აღნიშნულ შტატში გამარჯვებულად მიტ რომნი გამოცხადდა. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები