1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკა პენტაგონის ხარჯებს ამცირებს

ჩამოტვირთვა

ამერიკის ადმინისტრაცია პენტაგონის ხარჯებს ამცირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის თავადაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა. მომავალი 10 წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებას 450 მილიონი დოლარით ნაკლებს გამოუყოფენ. დაახლოებით ათი პროცენტით მცირდება არმიის შემადგენლობა, რაც შეეხება საზღვაო ქვეითების კორპუსს, მას 202 ათასიდან 25 ათას სამხედრო მოსამსახურემდე დაიყვანენ. ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის, ასევე, შტატების პარტნიორი ქვეყნების მიერ უსაფრთხოების საკითხების საკუთარ თავზე აღებამ ვაშინგტონს შესაძლებლობა მისცა, სამხედრო ბიუჯეტი შეემცირებინა. ახალი სტრატეგიით სამხედროების რაოდენობა მცირდება, მაგრამ შტატები აძლიერებს წარმომადგენლობებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე ახალ სტრატეგიაში აქცენტი გაკეთებულია „საკვანძო პარტნიორებთან, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებთან" თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები