მსოფლიო
ეგვიპტის პროკურატურა მუბარაქის სიკვდილით დასჯას ითხოვს
2012-01-05 21:35:48
ჩამოტვირთვა
ეგვიპტის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის სიკვდილით დასჯას ითხოვს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურორი მუსტაფა სულეიმანი, რომელიც მუბარაქის საქმეს უძღვება, ამბობს, რომ მუბარაქი სასიკვდილო განაჩენს იმსახურებს.
ეგვიპტური კანონმდებლობით, სიკვდილით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სჯიან.
ჰოსნი მუბარაქს, რომელიც გასულ წელს ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა, გამოძიება მანიფესტანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს. მუბარაქს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია.
კომენტარები