1 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვენეციას ჩაძირვისგან თიხის ლეიბი იხსნის

ჩამოტვირთვა

მეცნიერებმა ვენეციის ჩაძირვის პროცესის შესაჩერებლად გამოსავალი იპოვეს. მათი პროექტით, ქალაქის ქვეშ უფრო მეტი წყალი უნდა ჩაიტუმბოს და ვენეცია მოტივტივე ქალაქი გახდეს. იტალიელმა მეცნიერებმა სეისმოკვლევებით დაადგინეს, რომ ქალაქის ქვეშ აუთვისებელი თიხის უზარმაზარი ფენაა განთავსებული, რომელსაც წყლის ლეიბის როლის შესრულება შეუძლია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ფენის დახმარებით ქალაქის 30 სმ-ზე ამოწევას შეძლებენ. ვენეციის გადარჩენის გეგმა, რომელიც 78 მლნ ევროდ არის შეფასებული, შესაძლოა, ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს. ქალაქის ტურისტულ პოტენციალს იტალიის ბიუჯეტისთვის ყოველწლიურად 1,5 მლრდ შემოსავალი მოაქვს. როგორც ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობენ, ოფიციალური რომი, მარჩენალ ქალაქს წყლის ფსკერისთვის ვერ გაიმეტებს და სავარაუდოდ, გეგმას დააფინანსებს. პროექტის მიხედვით, ქალაქის ქვეშ არსებულ თიხის ფენაში 12 ჭაბურღილი გაკეთდება და მათში წყალს შეუშვებენ. ქალაქის ზედაპირზე ამოწევა სწრაფად ვერ მოხდება, ამისათვის 10 წელი და მინიმუმ 150 მლნ კუბური მეტრი წყალია საჭირო. მსგავსი მეთოდი ერთხელ უკვე მოსინჯეს. ამავე ტექნოლოგიით კალიფორნიაში, ქალაქმა ლონგ-ბიჩმა ზედაპირზე ამოიწია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები