მსოფლიო
ყველაზე ლამაზი კუპიურების ოცეულში ქართული ათლარიანი მოხვდა
2012-01-03 15:29:00
ჩამოტვირთვა
რუსულმა საიტმა ermoshka.ru-მ ქართული 10 ლარიანი კუპიურა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფულის ერთეულად აღიარა.
"ეს არის ყველაზე საინტერესო დიზაინის ბანკნოტები. მათ რიცხვში მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვალუტები არ მოხვდნენ", - წერს საიტი.
ჩამონათვალში ქართულ 10 ლარიანთან ერთად ჰონგ-კონგური 10 დოლარიანი, ახალ ზელანდიური 10 დოლარიანი, ფრანგული 1000 ფრანკიანი, შვედური 20 კრონიანი და სხვა ბანკნოტები შევიდნენ.
საიტმა სულ სხვადასხვა ქვეყნის 20 კუპიურა შეარჩია. ქართულმა ლარმა მასში მეხუთე ადგილი დაიკავა.
კომენტარები