მსოფლიო
ყინულის ქანდაკებების გამოფენა ჩინეთში
2011-12-27 09:01:44
ჩამოტვირთვა
ჩინეთში, ქალაქ ჰარბინში ყინულისა და თოვლის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ეს ღონისძიება ზამთრის სანახაობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
"ყინულის ქალაქი", სადაც სკულპტურები იფინება, ოფიციალურად 5 იანვარს იხსნება, თუმცა მათი დათვალიერება უკვე დღესაც არის შესაძლებელი. გუშინ ჰარბინის ყინულის ქანდაკებები საახალწლოდ გაანათეს.
ფესტივალის ისტორია საკაოდ ძველია: ჩინელი მეთევზეები ყინულის სკულპტურებს ღამით გზის გასანათებლად იყენებდნენ.
დროთა განმავლობაში ეს ტრადიციად იქცა, ახლა კი ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოს ზამთრის გასართობ ღონისძიებათა შორის.
კომენტარები