1 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მხატვარი წიგნებისგან სხვადასხვა ფიგურებს ქმნის

ჩამოტვირთვა

ამერიკელ მხატვარს ბრაიან დემერს ტყუილად არ შეარქვეს "წიგნების ქირურგი". ის ქირურგიული სიზუსტით, სკალპელისა და სხვა ინტრუმენტების გამოყენებით, წიგნებიდან გარკვეულ სივრცეს იღებს და დანარჩენ ნაწილს ნამდვილ ქანდაკებებად, ხელოვნების ნიმუშად აქცევს. ბრაიანის ნამუშევრები ძალიან ჰგავს ქვილინგს, დეკორის ხელოვნებას, თუმცა ამ შემთხვევაში მუშაობა მხოლოდ წიგნებთან მიმდინარეობს და ამასთან, სიტყვებს, მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ადრე ბრაიანი მაგნიტზე, აუდიო კასეტის ლენტებსა და სხვა ფაქტურებზეც მუშაობდა, თუმცა წლების შემდეგ, უპირატესობა წიგნებს მიანიჭა. ავტორის თქმით, ის ადამიანებს წიგნის ამოუცნობ მხარეს აცნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები