1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაღესტანში ოპოზიციური გაზეთის რედაქტორი მოკლეს

ჩამოტვირთვა

დაღესტანში ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ "ჩერნავიკის" მთავარი რედაქტორი ხაჯიმურატ კამალოვი მოკლეს. რუსული სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ჟურნალისტი მახაჭკალაში, გაზეთის ოფისთან ახლოს დაცხრილეს. კამალოვი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ჩერნავიკი" 2003 წლიდან გამოდის. გაზეთი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პუბლიკაციებით გამოირჩევა და ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან დევნას აქამდეც განიცდიდნენ. ხშირია გაზეთის ჟურნალისტებზე თავდასხმები და პროვოკაციები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები