1 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შიშველი ამომრჩევლები მოსკოვის საარჩევნო უბანზე

ჩამოტვირთვა

მოსკოვის გარეუბანში ახალგაზრდა გოგონებმა ლოლამ და კრისტინამ არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების სურვილი ორიგინალურად გამოხატეს. საარჩევნო უბანზე მისვლისთანავე, მათ ქურქები გაიხადეს და აღმოჩნდა, რომ ქურქის შიგნით შიშვლები იყვნენ. ეს მასალა უცნობმა რეპორტიორმა, სავარაუდოდ, მოყვარულმა გადაიღო. გოგონების საქციელს არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა, ამომრჩეველთა ნაწილს იგი არ მოეწონა, ნაწილი კი აღფრთოვანებული დარჩა. ყოჩაღ გოგონებო - გაისმოდა შეძახილები. მოგვიანებით, ლოლა და კრისტინა იმ პირთან ერთად, ვინც მათი აქცია ვიდეოფირზე აღბეჭდა, კაფეში წავიდნენ და თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, კარგი იქნებოდა პოლიტიკოსებიც რომ არაფერს მალავდნენ - განაცხადეს უცნობ ოპერატორთან საუბრისას გოგონებმა .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები