2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაკავებები დისკუსიის ნაცვლად? უოლ სტრიტის ოკუპანტები არ მიდიან!

ჩამოტვირთვა

ამერიკის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოსახლების ოპერაცია უოლ-სტრიტიდან მასიური ჩხუბითა და დაკავებებით დასრულდა. ნიუ-იორკის ცენტრში შეკრებილების წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიებმა მთელი ამერიკა შეძრა. 200-ზე მეტი პოლიციელი დღეს მომიტინგეების ბანაკში შეიჭრა და ზუკოტის პარკიდან მათ ძალით გამოდევნას შეეცადა, სადაც აქციის მონაწილეები უკვე ორ თვეზე მეტია იმყოფებიან. სამართალდამცველებმა მითითება მიიღეს ტერიტორია გაესუფთავებინათ და ამიტომ ძალის გამოყენებასაც არ მოერიდნენ - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი. საბოლოოდ, აქტივისტებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც სერიოზულ შეტაკებაში გადაიზარდა. ერთ-ერთი აქციის წევრი საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს. ინცინდენტის მოწმეები მანჰეტენზე მომხდარს ჯოჯოხეთს ადარებენ. დემოკრატიული ამერიკისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე დამამაცირებელ და არადემოკრატიულ დღედ დარჩება - აცხადებენ დაშავებულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები