2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საწოლი, რომელზეც ჯექსონი გარდაიცვალა, აუქციონზე გაიყიდება

ჩამოტვირთვა

ჰოლივუდში Julien-ის სააუქციონო სახლი მაიკლ ჯექსონის პირად ნივთებს ყიდის. ასობით ლოტს შორის იქნება საწოლიც, რომელზეც მომღერალი გარდაიცვალა. ნივთებს, რომლებსაც პოპ-ვარსკვლავი სიცოცხლის ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყენებდა, მსურველი 17 დეკემბრიდან შეიძენს. "ყველა ნივთი, რომელიც მაიკლ ჯექსონს ეკუთვნოდა, მისი ისტორიის ნაწილია. ჩვენ გვინდა, ეს ისტორია შევინახოთ”, - აცხადებს სააუქციონო სახლის ხელმძღვანელი დარენ ჯულიანი, რომელიც ცნობილი ადამიანების პირადი ნივთებით ვაჭრობს. ექსპონატებს შორის იქნება, როგორც ანტიკვარული ძვირფასი ავეჯი, სკულპტურები და ნახატები, ასევე მომღერლისა და მისი შვილების ყოფითი პირადი ნივთები. პოპ-ვარსკვლავის საძინებელი, რომელიც ნამდვილ სამედიცინო პალატას ჰგავდა, ბოლო დრომდე ხელუხლებელი იყო. ჯექსონის სიკვდილის ღამეს გადაღებული ფოტოები მომღერლის პირადი ექიმის კონრად მიურეის სასამართლო პროცესზე სამხილების სახით წარადგინეს. ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ექიმი მიურეი ჯექსონის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები