მსოფლიო
ქალი, რომელმაც სამხატვრო გალერეაში იმშობიარა
2011-11-05 17:05:33
ჩამოტვირთვა
მარნი კოტაკი ის ქალია, რომელმაც შვილი სამხატვრო გალერეაში გააჩინა. უპრეცენდენტო მოვლენაზე დასწრების მსურველი ბევრი ადამიანი აღმოჩნდა. უცხოურმა ტელეარხმა, ABC news-მა ისტორიული კადრები გადაიღო და დილის გადაცემის მაყურებელს წარუდგინა.
36 წლის მხატვარმა ბრუკლინის გალერეაში 25 ოქტომბერს იმშობიარა. პირველ სატელევიზიო ინტერვიუში მარნი კოტაკმა განაცხადა, რომ კაცობრიობის ცხოვრება ხელოვნების ყველაზე ღრმა ნაწილია.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გიჟი ვარ. თუმცა ეს ჩემი არჩევანია და სხვისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მინდოდა ბავშვი სწორედ სამხატვრო გალერეაში გამეჩინა და ჩემი გამოცდილება იქ შეკრებლი ხალხისათვის გამეზიარებინა, რომელთაც გულწრფელად აინტერესებდათ მშობიარობის დეტალები. გასაოცარია, ულამაზესია, ეს არის სიცოცხლის შექმნის პროცესი და რატომ უნდა დაიმალოს ასეთი მომენტები?“
მხატვარი ქალი მშობიარობის პროცესში წყლით სავსე გასაბერ აუზში იწვა. დედის შემდეგ ახალდაბადებული ბავშვი მამამ, ჯეისონ რობერტ ბელმა, აიყვანა. მარნი კოტაკი სამშობიარო ნივთებს დედა დღემდე ინახავს. გასაბერი აუზი, საწოლი, ჩვილის ფოტო და დედის დიდი სურათი მან „ABC news“-ის კორესპონდენტს აჩვენა.
როდესაც ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გავიგე, ძალიან ბუნებრივად გადავწყვიტე, რომ ეს სანახაობად უნდა გადაქცეულიყო. მშობიარობის დაწყებამდე გალერეაში 15 ადამიანი შევკრიბეთ, მათ შორის იყვნენ უცნობები, თუმცა ვინაიდან მათ ჩემი ცხოვრების ინტიმური წუთები გავუზიარე, იმ წუთებში ყველა ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. ყველასგან ძალიან დადებითი ენერგია მოდიოდა და მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი.
კოტაკის აზრით, მშობიარობა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სანახაობაა. როდესაც ქალი ბავშვს კლინიკაში აჩენს, იძულებულია, იქაურობის წესებს დაემორჩილოს და ოპერაცია ფარულად ჩატარდეს. მხატვარი დარწმუნებულია, რომ ცხოვრების ეს წუთები აუცილებლად სანახაობრივი უნდა იყოს.
კომენტარები