2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორჯომში ქმარმა ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ინფორმაციას ადგილობრივი მედია, "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბორჯომში, ვაჟა-ფაველას ქუჩაზე 1 მაისს მოხდა. რა გახდა დაჭრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში",-  ამბობს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე ადგილობრივ მედიასთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები