2 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ტრენინგი ჩატარდა

თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

კურსის ფარგლებში, ტრენერმა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპების შესახებ ისაუბრა და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითები განიხილა.

ტრენინგზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

·         საგადასახადო კანონმდებლობაში ბოლო 1 წლის განმავლობაში შესული ცვლილებები;

·         სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის სიახლეები და საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით საკითხები;

·         საქართველოში მოქმედი გადასახადების დაბეგვრის ძირითადი პრინციპები.

დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ბიზნესების წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში კიდევ ექნებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები