მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი დაი...
მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა. &ldq...
|
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ ზურაბიშვილი ემიგრანტების ჯგუფში ძალიან სევდიან ამბავს ავრცელებს საკუთარი პრაქტიკიდან – მის პაციენტებს შორის ქართველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ში მექსიკიდან შევიდა: „მეგობრებო, დაღლილი ვარ 14-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, მაგრამ ეს დიდი ჯგუფია და ბევრი კითხულობს აქაც და საქართველოშიც და იმედია, ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს! ძალიან სამწუხარო ამბების მომსწრე გავხდი დღეს საღამოს. Emergency Room -დან ჩემს განყოფილებაში შემოვიდა STEMI alert სავარაუდო მიოკარდიუმის ინფარქტით(Ml). პაციენტი 46 წლის მამაკაცი, უსახლკარო. უგონო მდგომარეობაში გამვლელმა შეამჩნია Bryant Park-ში და 911 გამოიძახა. ეს ამბავი არაფრით განსხვავებული იქნებოდა ჩემი რიგითი სამუშაო დღისგან, რომ არა პაციენტის ქართული გვარი. არ იყო ჩემი კეისი, მაგრამ ენის ცოდნის გამო რა თქმა უნდა, ჩამრთეს დაუყოვნებლივ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პაციენტი გადარჩა და სტაბილურია ამჟამად, მაგრამ ის, რაც პაციენტისგან მოვისმინე recovery room-ში მოგვიანებით, სრულიად გამაოგნებელია! ისტორია ბანალურია! მექსიკიდან შემოსული მამაკაცი, რომელმაც ბინა დააგირავა, ოჯახი ქირით გაიყვანა და ამ თანხით წამოვიდა ამერიკაში ბედის საძიებლად. ძალიან ერიდებოდა ამბის მოყოლა, იმდენად შეშინებული და დათრგუნული იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მხოლოდ კეთილად ვიყავი მის მიმართ განწყობილი და მომიყვა თავისი ამბავი. სამწუხაროდ, მასაც, როგორც ბევრ სხვა ახალ ჩამოსულს უთხრეს, „აქამდე ჩამოდი, კაცო და მერე ყველაფერს მოგიგვარებთო“, მაგრამ საემიგრაციო ციხიდან გამოსული დარჩა მარტო სრულიად ბედის ანაბარა, რადგან ვინც რამე დახმარებას დაჰპირდა გარშემო, ყველა აორთქლდა. ჰქონდა ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი, სპონსორი, გირაო და ა.შ. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ დღიური ოთახის ქირის თანხაც აღარ ჰქონდა და ბოლო რამდენიმე დღე სკვერებში ათევდა ღამეს. ამ გაუთავებელმა სტრესმა და იმის შიშმა, რომ ოჯახს ბინის ქირის თანხას ვერ გაუგზავნიდა საქართველოში, თავისი შედეგი გამოიღო და ამის გამო დღეს ეს ადამიანი ჰოსპიტალში წევს დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით. მოგმართავთ თქვენ, უსიცოცხლო, ბოროტო და გაუტანელო არსებებო! ვინც ასე ატყუებთ ხალხს, ვისაც გაჭირვების გამო თავგზა ისედაც აბნეული აქვს! სასწორზე დებენ საკუთარი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას. რისკავენ ყოვლად წარმოუდგენელს, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადიან ჯოჯოხეთს და აქ რომ ჩამოდიან, თქვენ უგზო-უკვლოდ იკარგებით! სირცხვილი, ნამუსი და ადამიანობა არ გაქვთ საერთოდ? თქვენ კი, ვინც ახლა აპირებთ, იგივე გზა გაიაროთ, იყავით ფრთხილად და კარგად დაფიქრდით, ვიდრე მსგავს ნაბიჯს გადადგამთ. ნუ ენდობით და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს რასაც აქიდან გიყვებიან. ნუ დატოვებთ ოჯახებს უსახლკაროდ და არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, თუ აქ ერთგული და სანდო ადამიანი არ გეგულებათ. ბედის ანაბარა აქ ძალიან გაგიჭირდებათ! გრძელი პოსტია უკაცრავად, მაგრამ არაფრით შეიძლება მსგავს ამბავზე თვალის დახუჭვა!“
მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა. &ldq...
ყველასთვის საყვარელი და კარგად ცნობილი მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. „აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარე...
დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორემხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებ...
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა&nbs...
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა (78+ კგ) სოფიო სომხიშვილმა გერმანელ მოწინააღმდეგეს რენე ლუხტს იპონით სძლია და მერვედფინალში გავიდა. სომხიშვილი მეორე წრეში ფრანგ რომან დიკოს შ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სა...
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 აგვისტოდან აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. გუდვილის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერ...
კომენტარები