2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინელები ოკუპანტს მიწის არც ერთ ნაგლეჯსაც კი არ მისცემენ – ზელენსკი

“უკრაინელები ოკუპანტს მიწის არც ერთ ნაგლეჯსაც კი არ მისცემენ ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

”ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის უკვე 16 დღის განმავლობაში, ეს 4-ჯერ უფრო ხანგრძლივი ბრძოლაა, ვიდრე მტერი ამას ელოდა. ვიბრძვით იმ ჯარის წინააღმდეგ, რომელსაც მიიჩნევდნენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯარად მსოფლიოში, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელები რუსულ დროშას უკრაინულ მიწაზე ყვავილებით შეხვდებოდნენ. უკრაინელები ამაყი ხალხი არიან, რომლებიც ყოველთვის იცავენ თავისას, და არ მისცემენ ოკუპანტს თავიანთი მიწის არც ერთ ნაგლეჯსაც კი, არ მისცემენ თავისუფლების არც ერთ პროცენტს. შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ხანი მოგვიწევს კიდე ჩვენი მიწის გათავისუფლება, მაგრამ შესაძლებელია, იმის თქმა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ჩვენ ამისკენ ვილტვით, იმიტომ რომ სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ. უკვე მივდივართ ჩვენი მიზნისკენ, ჩვენი გამარჯვებისკენ” – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები