2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსთავის ციხეში სააკაშვილის გადაყვანა გადავდეთ – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა დაასრულა, ამიტომ აპირებდნენ მის გადაყვანას რუსთავის ციხეში, რასაც სააკაშვილი არ დაემორჩილა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ექსპრეზიდენტი ჰოსპიტალში რჩება, რადგან გადაყვანის პროცესი გადაიდო.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”,– აცხადებს უწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები