2 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,სამწუხაროდ არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანიურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან "- ელენე ხოშტარია ზურაბიშვილის მიწვევაზე უარს ამბობს

"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი. საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე)).

ჯერ ერთი ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი ისე ვიყო. სამწუხაროდ არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანიურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან, რომ იქ წავიდე უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა. და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია ‘ნირმალურობის’ და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად. არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ" -  წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები