2 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინის ომბუდსმენს ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინაში და მათ დაუთმოს ყურადღება – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენს ათიათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინულ ციხეებში და “ჯობია, მათ მეტი ყურადღება დაუთმოს”. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს 10 ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მე მგონი, ჯობია, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში არიან. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი? მე მგონი, არცერთია და გეტყვით, რატომ — ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია და მეორე, რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, რადგან ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად”, — განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები