0 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მთავრობა “სახალხო არტისტებს” ყოველთვიურად 600 ლარს გადაუხდის

მთავრობის 2 ნოემბრის დადგენილებისმიხედვით, “სახალხო არტისტები”, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები ბიუჯეტიდან 600-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიებს მიიღებენ.

გარდა ამისა, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 ლარი, ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 ლარი.

ასევე, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრება 2000 ლარის ოდენობით.

დოკუმენტის მიხედვით, საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიურად 800 ლარს მიიღებს.

სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოფა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნება­თა ფარგლებში.

“დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე,” – წერია დოკუმენტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები